27-05-2024
„ჩვენ ახლა ვაკვირდებით ურთულეს პროცესს, რომლისთვისაც ოფიციალურად ომი არ უწოდებიათ, მაგრამ არსებითად ეს არის გენოციდი და ტერორისტული აგრესია რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ. ეს ხორცსაკეპია, ვხედავთ, ეს არის სისხლიანი, კოლოსალური ხორცსაკეპი და 21-ე საუკუნეში, უკვე 2024 წელია, ევროპის ცენტრში, სამი წელია ეს სისხლიანი ბრძოლა მიმდინარეობს“, - ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტოლოგმა, ოლეგ სოსკინმა Yuotube არხზე საუბრისას განაცხადა.
სოსკინი ვიდეოში, სათაურით - „მაგალითი უკრაინას. საქართველომ უარი თქვა, იყოს აშშ-ის, ევროკავშირის და ინგლისის ინსტრუმენტი. დაიწყო გაფრთხილებები“, საუბრობს საქართველოს ხელისუფლების ბრძოლაზე გლობალურ დასავლეთთან, რაც, მისი თქმით, გამოიწვია იმან, რომ ქვეყანამ უარი თქვა სათამაშოს როლის შესრულებაზე და კავკასიაში მეორე ფრონტის გახსნაზე.
„უკრაინა უბრალოდ იარაღია, ინსტრუმენტიც კი არ არის. ინსტრუმენტი ტექნოლოგიურად უფრო რთული და თხელი სტრუქტურისაა. იარაღი კი არის უხეში სასროლი, რომელიც გამოიყენება გლობალური დასავლეთის მიერ უბრალოდ იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციას - ვამპირს, მეორე გლობალურ გაერთიანებას თავისი მიზნებით, მიაყენოს რაც შეიძლება მძიმე დარტყმები.
მე ვთვლი, რომ ამ მხრივ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჩვენებელია საქართველოს გამოცდილება. როგორც ცნობილია, იქ მმართველობაში იმყოფება ივანიშვილის ჯგუფი, „ქართული ოცნება“, რომლებსაც ჰყავთ ახალი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ახალი სისხლი, ენერგიული. ისინი აწარმოებენ ბრძოლას გლობალურ დასავლეთთან. როგორც ჩანს, მათ მიიღეს უკვე გადაწყვეტილება, რომ არ იქნებიან დასავლეთის ხელში სათამაშოები, აბსოლუტურად დამოუკიდებელი ამ სამყაროში ვერ იქნები, ამიტომ, მათაც აქვთ რაღაც გეგმა. როგორც ჩანს, სავარაუდო სცენარით, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, სულ მცირე სამხრეთ ოსეთი მაინც.
მათ განაცხადეს, რომ დასავლეთს - აშშ-ს, ევროპულ ქვეყნებს, დიდ ბრიტანეთს, სურთ, რომ საქართველო გახადონ პლაცდარმი, მეორე ფრონტი კავკასიაში. სურთ აქციონ იარაღად, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ იმოქმედებდა. მათ კი ქართული ელიტის ნაწილმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ არ სურთ ამ გზით წასვლა.
მეორე ნაწილი მზადაა, როგორღაც იმოქმედონ. და ამასთან დაკავშირებით, მათ გადაწყვიტეს გაარკვიონ, საიდან აქვს ფული ოპოზიციას - ლოგიკური კითხვაა არა? კი და ამიტომ ამბობენ, მოდით, ვნახოთ და მივიღოთ ეს კანონი გამჭვირვალობაზე და დავინახოთ, საიდან მოდის ფული სხვადასხვა პოლიტიკურ სტრუქტურებში. მათ უთხრეს, რომ ეს კანონი რუსულია და უკვე როცა მესამე მოსმენით მიიღეს და ახლა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებენ, რომელიც აქეთ მხარეს დგას.
ის, როგორც ცნობილია, იყო ემიგრაციაში, შემდეგ დაბრუნდა. სააკაშვილიც უკვე თითქმის დაასრულეს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც კი არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი. ისეთი მოვლენები ხდება, შესაძლოა ჩანდეს რომ ჩვენგან, უკრაინისგან შორსაა, მაგრამ ბევრი საერთო აქვს ჩვენთან.
ბევრი ამბობდა, რომ ამ აგრესიის დასაწყისში იმედი გვქონდა, საქართველო იქნებოდა ერთ ალიანსში და რუსეთზე დარტყმისთვის გამოყენებული იქნებოდა. მაგრამ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და საქართველოს ესმის, რომ დასავლეთი მას ისევე მიატოვებს, როგორც მიატოვა უკრაინა. მათ ამ თამაშში მონაწილეობა არ სურთ“, -აცხადებს ოლეგ სოსკინი.