გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საპარეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას“ ათით ნულს მოვუგებთ

2-10-2018

„ჩვენ, რეალურად, ამ არჩევნებშიც ათით ნულს მოვუგებთ „ნაციონალურ მოძრაობას“. მეორე ადგილზე, ვიცით, რომ გავა ვაშაძე. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა თავისი მეტასტაზებით და სატელიტებით, ფიქტიურით თუ ფაქტიურით, ჩავტოვოთ იმ შედეგში, მაქსიმუმ ისიც, რაც მიიღეს მათ 2016-2017 წლებში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა.


მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება მოვიდეს არჩევნებზე და კიდევ ერთხელ გასცეს პასუხი „ყველა იმ უბედურებას, რომელიც ხდებოდა 2012 წლამდე.“


„ფეხბურთს რომ თამაშობენ ბრაზილიის და ანდორის ნაკრებები, არ ნიშნავს იმას, რომ ბრაზილიის ნაკრები უნდა გაჩერდეს, მიუხედავად იმისა, რომ ათით ნულს მოუგებს, წინასწარ არის ცნობილი. თუ ფეხს არ გაანძრევ, ათით ნულს ვერ მოიგებ. ჩვენ, რეალურად, ამ არჩევნებშიც ათით ნულს მოვუგებთ „ნაციონალურ მოძრაობას“.


მეორე ადგილზე, ვიცით, რომ გავა ვაშაძე. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა თავისი მეტასტაზებით და სატელიტებით, ფიქტიურით თუ ფაქტიურით, ჩავტოვოთ იმ შედეგში, მაქსიმუმ ისიც, რაც მიიღეს მათ 2016-2017 წლებში. ეს იყო, შეგახსენებთ 27%-ი. 27%-ს „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა ასდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება გამოვიდეს არჩევნებში და კიდევ ერთხელ უნდა გასცეს პასუხი ყველა იმ უბედურებას, რომელიც ხდებოდა 2012 წლამდე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930