გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: მგონი ალუდა ღუდუშაური არის დასაჯარიმებელი, რადგან კანონზე მსჯელობაში შეჰყავს პრეზიდენტის წარმომადგენელი. როგორ შეიძლება კანონის შინაარსში შესვლა? მას ეს აკრძალული აქვს

27-05-2024

„როგორ შეიძლება კანონის შინაარსში შესვლა? თქვენ აკრძალული გაქვთ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო წარადგინა.


სხდომაზე შეკამათება მოხდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანსა და უმრავლესობის დეპუტატ ალუდა ღუდუშაურს შორის, რაზეც ყაველაშვილმა კომენტარის სახით აღნიშნა, რომ ალუდა ღუდუშაური „დასაჯარიმებელია.“


„მგონი ალუდა [ღუდუშაური] არის დასაჯარიმებელი, რადგან კანონზე მსჯელობაში შეჰყავს ბატონი გიორგი. როგორ შეიძლება კანონის შინაარსში შესვლა? თქვენ აკრძალული გაქვთ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031