გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სადახლო“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას

27-05-2024

საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სადახლო“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, –ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


მათივე თქმით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად, სრული დატვირთვით მიმდინარეობს.


„შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს, უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ, დააზიანა სომხეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი (საქართველოს საზღვრიდან 3 კილომეტრში), რის გამოც, სრულად შეჩერებული იყო, სომხეთის რესპუბლიკის მხარეს მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ბაგრატაშენის“ მუშაობის პროცესი. აღნიშნულ გზის მონაკვეთზე მიმდინარე აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე, სომხეთის მხარის ინიციატივით, საზღვრის მკვეთი პირებისთვის სგპ. ,,ბაგრატაშენის“მიმართულებით, დროებით შეთავაზებული იქნა ალტერნატიული, შემოვლითი საავტომობილო გზა, რათა მოხდეს მგზავრთა/ტვირთნაკადის დროული გატარება.


აქვე შეგახსენებთ, რომ კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე ,,დებედამ“დატბორა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტი "სადახლო სარკინიგზოს" მიმდებარე ტერიტორია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას“ –აღნიშნულია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930