27-05-2024
საქართველოს ეროვნული ბანკი, რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ, ინტერაქტიულ პრესრელიზებს 2024 წლის აპრილის მდგომარეობით აქვეყნებს.
სესხების მიმდინარე ტენდენციები:
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 730.66 მლნ ლარით (1.36%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.66%-ით გაიზარდა) და აპრილის ბოლოს 54.51 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 435.78 მლნ ლარით (1.47%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 294.88 მლნ ლარით (1.22%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.89%-ით).
2024 წლის აპრილის მდგომარეობით სესხების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: სესხები.
დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციები:
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის აპრილის ბოლოსათვის 52.35 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 533.75 მლნ ლარით, ანუ 1.03%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.31%-ით მეტი). აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 1.15 მლრდ ლარით, ანუ 5.27%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 5.51%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 616.79 მლნ ლარით, ანუ 2.06%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.74%-ით).
2024 წლის აპრილის მდგომარეობით დეპოზიტების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: დეპოზიტები.