27-05-2024
ანალიტიკოსი გია აბაშიძე იურიდიულ საკითხთან კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
ანალიტიკოსის თქმით, როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილის მრჩევლებში დოქსოპულოების დოღია.
„ფორმალური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის, იურისტ ზურაბ მსხილაძის "არგუმენტები" ვეტოს განხილვაზე. როგორც ჩანს, პარიზელი ხანუმას, ს. ზურაბიშვილის მრჩევლებში დოქსოპულოების დოღია. ასეთი პერსონაჟი საჯარო სამსახურში კი არ უნდა იყოს, არამედ სილაში უნდა თამაშობდეს,“- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.