გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი მიხეილ დაუშვილზე: ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით რაც დღეს აქ მოვისმინეთ, დარწმუნებული ვარ, სწორედ მისი ხელმძღვანელი, მოღალატე გახარია იქნება პირველი, ვინც ამას ჩვენი პარტნიორებისგან მოითხოვს

27-05-2024

„ოპოზიცია ბრიუსელში დარბოდა, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიეღო - ამაში ერთმანეთი ამხილეს“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო წარადგინა.


სუბარმა პარტია „საქართველოსთვის“ წევრ მიხეილ დაუშვილს მიმართა და მის მიერ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე პასუხად საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოღალატე უწოდა.


„სანამ ბოდიშს მოიხდით და რა თქმა უნდა, ბოდიშს არ მოიხდით - როგორც ეს ოპოზიცია დარბოდა ბრიუსელში, რომ საქართველოს არ მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი (შემდეგ ამაში ერთმანეთი ამხილეს), დარწმუნებული იყავით, რომ ზუსტად ასე დარბიან დღეს, რათა ეს მძიმე განცხადებები გააკეთებინონ, რაც დღეს აქ მოვისმინეთ და სწორედ მისი ხელმძღვანელი, მოღალატე გახარია იქნება პირველი, ვინც ამას ჩვენი პარტნიორებისგან ითხოვს - ეს არის ამათი მოღალატეობის კიდევ ერთი დადასტურება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.


ცნობისთვის, მიხეილ დაუშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს მიმართა კითხვით: „ამ კანონით და იმ ქმედებებით, რასაც „ოცნება“ ახორციელებს, ექმნება თუ არა საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930