გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი გიორგი მსხილაძეზე: ეს პოზიცია არის აღიარება იმისა, რომ პრეზიდენტის მიერ დაირღვა კონსტიტუცია, დაირღვა ვეტო და დღევანდელ განხილვაზე ფაქტობრივად, ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი სარგებლობს დუმილის უფლებით!

27-05-2024

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე სალომე ზურაბიშვილის ვეტო განიხილება, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.


როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, მსხილაძის განცხადება იმის შესახებ, რომ კანონის მუხლობრივ განხილვაში არ შეჰყვება უმრავლესობის წევრებს, არის იმის აღიარება, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია და ასევე დაარღვია ვეტო, როგორც სამართლებრივ, ისე პროცედურულ ნაწილში.


„ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი ვეტოს განხილვაზე: “თქვენ შეგყავართ კანონში და კანონის მუხლობრივ განხილვაში არ შემოგყვებით“. ეს პოზიცია არის აღიარება იმისა, რომ პრეზიდენტის მიერ დაირღვა კონსტიტუცია, დაირღვა ვეტო თავისი სამართლებრივი შინაარსით, პროცედურული ნაწილით და ფაქტობრივად დღევანდელ განხილვაზე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი სარგებლობს დუმილის უფლებით!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031