გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციამ დაგეგმილ რევოლუციაზე, ხელისუფლებისგან მიიღო რევოლუციური კანონი. ცვლილებები აუცილებლად იქნება, ოღონდ პირიქით

27-05-2024

„ოპოზიციამ დაგეგმილ რევოლუციაზე ხელისუფლებისგან მიიღო რევოლუციური კანონი,“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.


როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ცვლილებები აუცილებლად იქნება.


ფეისბუკზე განთავსებულ პოსტში ჩიბურდანიძე წერს, რომ „გამჭვირვალობის კანონის” პარლამენტში დაბრუნებით ხელისუფლებამ ოპოზიციას და მათ უცხოელ მმართველებს პოლიტიკური ხაფანგი დაუგო და თვალსაჩინო გახადა ის, რომ ოპოზიციას მთელი ქართველი ერი დაუპირისპირდა. ამით ხელისუფლებამ, ჩიბურდანიძის აზრით, პოლიტიკური გამარჯვებაც მოიპოვა. საბოლოო გამარჯვებას კი ხელისუფლება 26 ოქტომბერს გაიფორმებს.


„გამჭვირვალობის კანონზე” ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მათგან მართულმა ევროპელებმა თუ ქართულმა ოპოზიციამ, თავიდანვე პოლიტიკური შტურმი მიიტანეს. მათ იცოდნენ, რომ სამართლებრივ კამათში წააგებდნენ და ამიტომ არ შევიდნენ თემის განხილვაში. ეს იყო ამერიკის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაზეც ხელისუფლებისგან მიიღეს ასევე პოლიტიკური პასუხი ამ კანონის მიღებით.


ბუნებრივია, ამერიკის ინტერესებში არ შედის გამჭვირვალობა, წინასაარჩევნოდ იმ ყველაფრის გამოაშკარავება, რასაც მალულად აკეთებენ ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებებისთვის. ორი თვის განმავლობაში სრული რესურსი დახარჯეს, მაგრამ ამაოდ. ოპოზიციამ დაგეგმილ რევოლუციაზე ხელისუფლებისგან მიიღო რევოლუციური კანონი. ცვლილებები აუცილებლად იქნება, ოღონდ პირიქით. ქართველი ხალხისთვის უკვე ყველაფერი ცხადზე ცხადია და სიტუაციის გადაფასებაც მოხდა.


ყველანაირი ეროვნული ღირებულებისგან დაცლილ პოლიტიკურ უმცირესობას წინ აღუდგა ეროვნული ღირებულებებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის უმრავლესობა. 17 მაისმა ქვეყანაში პოლიტიკური წერტილი დასვა. როდესაც „გამჭვირვალობის კანონის” პარლამენტში დაბრუნება გაცხადდა, მაშინ ვთქვით, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას და მათ უცხოელ მმართველებს პოლიტიკური ხაფანგი დაუგო. ასეც აღმოჩნდა, ოპოზიციას მთელი ქართველი ერი დაუპირისპირა და პოლიტიკური გამარჯვებაც მოიპოვა. დარჩა მხოლოდ 26 ოქტომბერს ამის ოფიციალური გაფორმება,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930