27-05-2024
ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, ტრადიციულად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქართული დროშის ფერებში განათდა დუბლინის Samuel Beckett ხიდი და 21-27 მაისს დუბლინის ცენტრში გამოიფინა ქართული დროშები.
ასევე, დუბლინში, Marlay Park-ში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება, სადაც მონაწილეობა მიიღო ფოლკლორულმა ანსამბლმა „კავკასიონი“.