გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში ,,ბოლო ზარი 2024" გაიმართა

28-05-2024

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ქალაქის ცენტრალურ პარკში ,,ბოლო ზარი 2024" გაიმართა, რომელსაც ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


"თქვენს ცხოვრებაში ახლა სრულიად განსხვავებული და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.


დარწმუნებული ვარ, თქვენი მიზნების მიღწევას შეძლებთ და ერთგულად ემსახურებით ჩვენს სამშობლოს.

გისურვებთ წინსვლასა და წარმატებებს"!-აღნიშნა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

საღამო DJ ALEX-მა ელექტრონული მუსიკით დაასრულა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031