გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: საქართველოში დაწყებულ „ღირსების ბრძოლას“ ესტაფეტად გადავცემთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს - თბილისიდან ლისაბონამდე

28-05-2024

„გამჭვირვალობის კანონი“ საქართველოს სუვერენიტეტის აქტად იქცა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ბედავენ საკუთარი ეროვნული ღირსების ხმამაღლა დაცვას, საქართველოს მაგალითი იქნება საუკეთესო გზამკვლევი.


„მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, „გამჭვირვალობის კანონს“ მშვიდად ვერ შეხვდებოდნენ ოპოზიციის დამფინანსებლები, ასეთმა განცხადებებმა დასავლეთის ლიდერებისგან მოლოდინს გადააჭარბა. თურმე, რა ზუსტად გაუთვლია ხელისუფლებას. ერთი რიგითი კანონი იქცა ისტორიულ მოვლენად - ახალი საქართველოს დაბადებად.


ამ ორ თვეში თითქოს დიდი გზა განვვლეთ ჭეშმარიტად ეროვნული და ევროპული სახელმწიფოსკენ. ეს იყო ბრძოლის, სტრესის, ენით აუტანელი შეურაცხყოფის, მოტყუებული ახალგაზრდების ცქერით გამოწვეული ტკივილის და ბოლოს, ერისა და ბერის ერთიანობის. ამ დღეებმა ქართველი ერი ფეხზე დააყენა ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.


„გამჭვირვალობის კანონი“ საქართველოს სუვერენიტეტის აქტად იქცა. ეს თამამი მაგალითია სხვა ქვეყნებისთვის. ვინც ჯერ კიდევ ვერ ბედავს ხმამაღლა საკუთარი ეროვნული ღირსების დაცვას, საქართველოს მაგალითი იქნება საუკეთესო გზამკვლევი.


ამ დღეებში თბილისი ნამდვილად გახდა ევროპის დედაქალაქი. საქართველოში დაწყებულ „ღირსების ბრძოლას“ ესტაფეტად გადავცემთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს - თბილისიდან ლისაბონამდე“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930