გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვატო შაქარიშვილი: ბორელმა დაადასტურა, რომ საუბრები ვიზალიბერალიზაციის თუ კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე ცარიელი შანტაჟი იყო და მეტი არაფერი, საღი აზრი ევროკავშირის შიგნით ჯერ კიდევ არსებობს და ის სულ უფრო მეტად იკრეფს ძალას

28-05-2024

„ბორელმა დაადასტურა, რომ საუბრები ვიზალიბერალიზაციის თუ კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე ცარიელი შანტაჟი იყო და მეტი არაფერი! მისი განცხადებით, საბჭოზე აზრთა სხვადასხვაობის გამო, საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა. მართალია, ევრობიუროკრატია იმედისმომცემად არ გამოიყურება, მაგრამ საბედნიეროდ ყველა არ გამოროთებულა”, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


შაქარიშვილის თქმით, გამორიცხულია, რომ წევრი სახელმწიფოების ლიდერების აბსოლუტური უმრავლესობა დაეთანხმოს საქართველოს დასჯას, ისეთი კანონის მიღების გამო, როგორიც ზოგ მათგანში უკვე მოქმედებს და რომლის აუცილებლობაზეც ევროკომისიის დირექტივაც მკაფიოდ მიუთითებს.


მისივე თქმით, საღი აზრი ევროკავშირის შიგნით ჯერ კიდევ არსებობს და ის სულ უფრო მეტად იკრეფს ძალას!

„ჯოზეფ ბორელის დეპეშა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დასრულების შემდეგ - Извини, генацвале! Лет через 5! Помогу!


ხუმრობა იქით იყოს და ბორელმა დაადასტურა, რომ საუბრები ვიზალიბერალიზაციის თუ კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე ცარიელი შანტაჟი იყო და მეტი არაფერი! მისი განცხადებით, საბჭოზე აზრთა სხვადასხვაობის გამო, საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა. მართალია, ევრობიუროკრატია იმედისმომცემად არ გამოიყურება, მაგრამ საბედნიეროდ ყველა არ გამოროთებულა. გამორიცხულია, რომ წევრი სახელმწიფოების ლიდერების აბსოლუტური უმრავლესობა დაეთანხმოს საქართველოს დასჯას, ისეთი კანონის მიღების გამო, როგორიც ნაწილ მათგანში უკვე მოქმედებს და რომლის აუცილებლობაზეც ევროკომისიის დირექტივაც მკაფიოდ მიუთითებს.


საღი აზრი ევროკავშირის შიგნით ჯერ კიდევ არსებობს და ის სულ უფრო მეტად იკრეფს ძალას! იციან, რომ თევზის ლპობა თავიდან იწყება, თავში კი, ანუ ბრიუსელში, უმძიმესი კრიზისებია! იქიდან წამოსული პოლიტიკის ნეგატიურ შედეგებს ყველა გრძნობს და დიდი ცვლილებების საჭიროებასაც ხედავენ. მაკრონი ამბობს, რომ ევროპა სიკვდილის პირასაა, ის აშშ-ის ვასალობიდან თავის დახსნაზე და სუვერენიტეტის გაძლიერებაზეც ალაპარაკდა. შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მომავალში, ვაშინგტონის პოლიტიკას ბრმად აღარ გაჰყვება.


გლობალური ომის პარტიის კლანჭებიდან დახსნა თავად ევროპის ინტერესია, რადგან მისგან მიყენებული ზიანი ყოველდღიურად უფრო თვალსაჩინო ხდება. კონტინენტზე მიმდინარე ომმა, უზარმაზარი დარტყმა მიაყენა ევროპის ქვეყნებს და მათ მოსახლეობას. დაწესებულმა სანქციებმა, რუსეთის ნაცვლად, თავად ევროკავშირს შეუქმნა პრობლემები. მოწინავე ეკონომიკებიც კი ურთულესი გამოწვევების წინაშე აღმოჩდნენ. მაგალითად, გერმანიის ეკონომიკა 2023 წელს 0.3%-ით შემცირდა, მაშინ, როდესაც ანალოგიურ პერიოდში, რუსეთის ეკონომიკურმა ზრდამ 3.6% შეადგინა.


უკრაინის ფრონტზე ვითარება ყოველდღიურად უარესდება, მაგრამ მშვიდობის დამყარებაზე მუშაობის ნაცვლად, ყველაფერი კეთდება ომის ესკალაციისა და საზღვრების გაფართოების მიზნით. რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის და NATO-ს წევრი უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ბრიუსელი და ვაშინგტონი ევროპას რუსეთთან ომისთვის ამზადებენ. აღნიშნული საფრთხეების წინაშე ევროპა, სწორედ იმ ძალებმა დააყენეს, ვისაც საქართველოში ხელისუფლების დამხობა და ომში ჩართვა სურს! ასე რომ, საერთო მტერი გვყავს, მაგრამ ევროპა სულ რომ დანებდეს, ჩვენ პირველ რიგში საკუთარ ქვეყანას უნდა მივხედოთ, სუვერენიტეტი განვიმტკიცოთ და ეროვნული ინტერესების დასაცავად ვიბრძოლოთ! პატარა საქართველო საკუთარი სიმტკიცით, ღირსებითა და გონიერებით უმნიშვნელოვანეს მაგალითს იძლევა და მომავალში ეს აუცილებლად დაგვიფასდება!”, - წერს ვატო შაქარიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930