გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: უამრავი ყალბი განცხადება გავრცელდა კანონთან დაკავშირებით, რაც ცუდ ფონს ქმნის, მაგრამ მაქვს მოლოდინი, რომ საბოლოო ჯამში ყველა აღიარებს ამ კანონის დადებით მიზნებს და შინაარსს

28-05-2024

ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, შევთავაზოთ ყველას საჯარო დისკუსია ამ კანონთან დაკავშირებით, პროცესი დამთავრებულია, კანონი მიღებულია, დღემდე ყველამ უარი თქვა საჯარო დისკუსიაზე, რადგან არ ჰქონდათ არავითარი სიმყარე საკუთარ პოზიციებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კანონთან დაკავშირებით უცხოელი პარტნიორებისგან ელოდება პრაგმატულ მიდგომას.


„უამრავი ყალბი განცხადება იყო, რომელიც გავრცელდა კანონთან დაკავშირებით, ეს ქმნის ბუნებრივია, ცუდ ფონს მათთვის, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაქვს მოლოდინი, რომ საბოლოო ჯამში ყველა აღიარებს ამ კანონის დადებით მიზნებს და დადებით შინაარსს. ეს არის ერთადერთი გზა საბოლოო ჯამში საერთო ინტერესების სათანადოდ რეალიზებისკენ. ჩვენ თუ გვინდა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევჯერდეთ საერთო ინტერესებზე, ამისთვის აუცილებელია სამართლიანობა და სამართლიანობა პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ კანონის გამართული ბუნება ყველამ უნდა აღიაროს და როცა არ გაქვს არგუმენტები, ასეთ დროს არ უნდა გააგრძელო შავი კამპანიის წარმოება.


ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, შევთავაზოთ ყველას, საჯარო დისკუსია ამ კანონთან დაკავშირებით, დამთავრებულია პროცესი, კანონი არის მიღებული, დღემდე ყველამ უარი თქვა საჯარო დისკუსიაზე, რადგან არ ჰქონდათ არავითარი სიმყარე საკუთარ პოზიციებში. კიდევ ერთხელ, თუ უნდათ დისკუსია კანონთა დაკავშირებით, მოვიდნენ და დაგვიმტკიცონ, რომ აქ რაიმე არის უარყოფითი. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ არგუმენტი ბუნებაში არ არსებობს, ჩვენ კვლავაც არ ველოდებით, რომ ასეთ დისკუსიაზე იქნება ღიაობა და მზაობა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დისკუსიისთვის, რადგან ყოველ ჯერზე ჩვენ ვიყავით მართალი და სადაც ხარ მართალი, იქ არ გაურბიხარ დისკუსიას და სადაც არ იყო სიმართლე, სწორედ იქ გაურბოდნენ დისკუსიას შესაბამისი სუბიექტები, მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორები, ეს არ არის სწორი მიდგომა. იმისათვის, რომ ჯანსაღი ურთიერთობები განვითარდეს, უმნიშვნელოვანესია სამართლიანობა. ველოდებით სწორედ ასეთ სამართლიან დამოკიდებულებას და მიდგომას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930