გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი წარმოდგენა ვენეციის კომისიის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, ბოლო წლების განმავლობაში საკუთარი ინიციატივით კანონპროექტი არ გაგვიგზავნია

28-05-2024

ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი წარმოდგენა ვენეციის კომისიის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, არც ერთხელ ბოლო წლების განმავლობაში საკუთარი ინიციატივით კანონპროექტი არ გაგვიგზავნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 


მთავრობის მეთაურის თქმით,  საქართველოს ხელისუფლებაში არიან იურისტები, სამართლის დოქტორები, პროფესორები, რომლებსაც აქვთ ბევრად უფრო მაღალი კვალიფიკაცია, ვიდრე ვენეციის კომისიაში წარმოდგენილ ექსპერტებს. 


„ჩვენი ინიციატივით ვენეციის კომისიაში კანონპროექტი მრავალი წელია არ გაგვიგზავნია. ჩვენ ინტერესი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი წარმოდგენა ვენეციის კომისიის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, არც ერთხელ ბოლო წლების განმავლობაში საკუთარი ინიციატივით კანონპროექტი არ გაგვიგზავნია. მომავალშიც არ ვაპირებთ. თუ იქნება მოთხოვნა, შეიძლება ანგარიში გავუწიოთ, როგორც წინა წლების განმავლობაში, თუმცა ჩვენი ინიციატივით ინტერესი არ გვაქვს. საქართველოს ხელისუფლებაში არიან იურისტები, სამართლის დოქტორები, პროფესორები, რომლებსაც აქვთ ბევრად უფრო მაღალი კვალიფიკაცია, ვიდრე ვენეციის კომისიაში წარმოდგენილ ექსპერტებს. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი ექსპერტიზის ინტერესი, როგორც ასეთი, არ არსებობს, მითუმეტეს, რომ კონკრეტული ექსპერტების კვალიფიკაციაც კი, რომლებიც არიან ჩართულნი დასკვნების მომზადებაში, არის საკმაოდ საეჭვო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი ინიციატივით არ ვაგზავნით ხოლმე კანონპროექტებს. ვენეციის კომისიაში თუ იქნება ხოლმე მოთხოვნა შეიძლება ანგარიში გავუწიოთ, მაგრამ ჩვენი წარმოდგენა ვენეციის კომისიის პროფესიონალიზმთან და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არის ძალიან დაბალი", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930