გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მატეს უნივერსიტეტის (უნგრეთი) დელეგაციის წევრებმა ჯიღაურას ბაზა დაათვალიერეს

29-05-2024

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას უნგრეთის აგრარული და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის (მატე) დელეგაციის წევრები ესტუმრნენ. დელეგაციას უნგრეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰორვატი ხელმძღვანელობდა.


უნგრეთის აგრარული და სიცოცლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის აგრარული მიმართულების პროფესორებმა ბაზაზე არსებული ვაზის და ხეხილის კოლექციები დაათვალიერეს, ცენტრის საქმიანობას გაეცნენ და ბაზაზე იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს. 


აღსანიშნავია, რომ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითიცენტრსა და უნგრეთის აგრარული და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი 2021 წელს გაფორმდა. მემორანდუმი სამეცნიერო კვლევების და აგრარული განათლების მიმართულებებით ერთობლივი პროექტების განხორციელებასაც ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031