გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ენერგეტიკის სექტორის რეფორმირებისთვის საქართველო 74 მილიონ ევროს მიიღებს

3-10-2018

საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) ასევე, საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის შეთანხმებებს ხელი მოეწერა.

ფინანსური რესურსის ჯამური თანხა 74 მილიონი ევროა (KfW-49 მლნ ევრო და AFD-25 მლნ ევრო) და გამოყოფილია საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების, მათ შორის, ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერის მიზნით.

შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ოლაფ ციმელკამ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, გაელე ასაიაგმა.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია.

ფინანსური რესურსის გამოყოფა ხდება 2018 წლის 14 მაისს საქართველოს, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის ხელმოწერილი განზრახულობათა დეკლარაციის „გერმანიის და საფრანგეთის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან“ ფარგლებში.

აღნიშნული დეკლარაცია გულისხმობს, რომ რეკონსტრუქციის განვითარების საკრედიტო ბანკი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო მზად არიან მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ რეფორმებს და ითანამშრომლონ საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში 4 წლიანი (2018-2021) პროგრამის ფარგლებში.

ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად, ასევე, დაგეგმილია ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმიდან (NIP) 8.5 მილიონი ევროს გამოყოფა გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება პროგრამის ტექნიკური დახმარებისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031