29-05-2024
პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოპოზიციის დაპირებებს გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, ოპოზიცია არარეალურ დაპირებებს გასცემს, რის გამოც დასაცინები ხდებიან. სოზარ სუბარმა 2020 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდიც გაიხსენა, როდესაც ოპოზიციის წევრებმა არჩევნების შედეგები არ აღიარეს და ვადამდელ არჩევნებზე საუბრობდნენ.
დეპუტატის თქმით, საერთო სიის ფორმირების პროცესში ოპოზიცია ერთმანეთს დაუპირისპირდება.
„მერამდენედ ჰპირდებიან ქართულ საზოგადოებას არმაგედონის მოწყობას და საბოლოოდ ეს არმაგედონი მხოლოდ საკუთარი თავისთვის და პარტიებისთვის გამოსდით. ყოველ ჯერზე დასაცინები ხდებიან და მიუხედავად ამისა, ამ შეკრული წრიდან ვერ გამოვიდნენ. ოთხი წლის განმავლობაში არ ცნობდნენ არჩევნების შედეგებს და ამ პერიოდში ამბობდნენ, რომ აუცილებლად იქნება ვადამდელი არჩევნები. აი, დღესაც კი, როცა არჩევნებამდე დარჩენილია ნახევარი წელი, ვადამდელ არჩევნებზე საუბრობენ. საბოლოოდ, ისინი [ოპოზიცია] დაიწყებენ ერთმანეთის დახოცვას, ვინ რომელ სიაში მოხვდება და რომელ ადგილზე იქნება იმიტომ, რომ კარგად იციან, რომ ორ ათეულს ვერ გასცდებიან,“ - აღნიშნა სუბარმა.