29-05-2024
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტს სამინისტროს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია ყველა ჩართული სუბიექტის - ფერმერების, მეწარმეების, დარგობრივი ასოციაციების მხარდაჭერისკენ; სწორედ ისინი არიან დარგის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა. სახელმწიფო მხარდაჭერა ითვალისწინებს წვდომას იაფ ფულად სახსრებზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და თანამედროვე ტექნიკის შეძენის ხელშეწყობას, გადაიარაღებას, წვდომას თანამედროვე ცოდნაზე, რათა ფერმერებმა და მეწარმეებმა აწარმოონ მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქცია, გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, რაც უზრუნველყოფს მეტ შემოსავალს აგროწარმოებაში ჩართული თითოეული მოქალაქისთვის, მათი ოჯახებისთვის და, საბოლოდ, ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაზე ისახება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ყველა ის პროგრამა, რომელიც წლებია ხორციელდება. დღეისათვის ქვეყანაში 15-მდე მხარდამჭერი პროგრამაა, რაც ეტაპობრივად მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა.
ოთარ შამუგიას განცხადებით, მოთხოვნიდან და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ყოველწლიურად იხვეწება მიმდინარე და იქმნება ახალი პროგრამები დარგთან, ასოციაციებთან, სამეცნიერო წრეებთან, ფერმერებთან აქტიური კომუნიკაციით.