გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია: შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, 46 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 6 მლრდ ლარის ღირებულების შეღავათიანი სესხი

29-05-2024

 „ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის. სხვა პროგრამებთან ერთად, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი  ყველაზე მასშტაბური პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფარავს ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლს და ამ პროგრამის ფარგლებში  46 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია  6 მლრდ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა სესხის პროცენტის თანადაფინანსებამ  თითქმის 1 მლრდ  ლარი შეადგინა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის დაწყებამდე, ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგროსესხების პორტფელი 56 მლნ ლარს შეადგენდა, დღეს კი, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის აქტიური პორტფელი ოცჯერ მეტს - 1.2 მლრდ ლარს შეადგენს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში  სიტყვით გამოსვლის დროს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930