გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია: მიმდინარე წელს, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ 3700-მდე პირს დაუფინანსდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა

29-05-2024

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს და აღნიშნა, რომ სამინისტროს ამ კუთხით ორი ახალი ინიციატივა აქვს. 


„გასულ წელს დაიწყო მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარების პროგრამა და უკვე დაფინანსებულია 60  ბიზნესიდეა,  რომელთა ინვესტიციის ოდენობა 9 მლნ ლარზე მეტია, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსების ოდენობა 4.6 მლ ლარზე მეტს შეადგენს. რაც შეეხება მეორე ინიციატივას, ფიზიკურ პირებს, ვისაც გააჩნია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი,  მიმდინარე წელს 70 პროცენტიანი საგრანტო დაფინანსებით დაეხმარება სახელმწიფო მიწის დამუშავებისთვის და სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო ხელის ტრაქტორების (მოტობლოკების) შესყიდვაში. განაცხადების მიღება   21 მაისს დაიწყო; შემოსულია 4000-ზე მეტი განაცხადი, რაც იმას ნიშნავს, რომ, მიმდინარე წელს, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ 4000-ზე მეტ პირს, ოჯახს დაუფინანსდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930