გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია: მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ ოთხ მსხვილ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან ერთად; შედეგად, 50 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაუმჯობესდება სამელიორაციო მომსახურება

29-05-2024

 „უკანასკნელ წლებში საქართველოში ჩატარებული სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის და ტექნიკური ექსპლუატაციის ღონისძიებების გატარების შედეგად, ექსპლუატაციაში დაბრუნდა არაერთი საირიგაციო და სადრენაჟე სისტემა და სატუმბი სადგური. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც საირიგაციო, ასევე სადრენაჟე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და გასაუმჯობესებლად.


შედეგად, ჰიდრომელიორირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 59 000 ჰექტრიდან 210 000 ჰექტრამდე გაიზარდა. დავიწყეთ მასშტაბური პროექტების განხორციელება 4 მსხვილ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან ერთად, რომლის შედეგად, 50 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე  გაუმჯობესდება სამელიორაციო მომსახურება, რომლის შედეგად, დაახლოებით 20-30%-ით  გაიზრდება მოსავლიანობა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.


მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით ირიგაციის სექტორი გახდა რიგით მეოთხე რეგულირებადი სექტორი, რომელიც მოექცა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის რეგულირების ფარგლებში. ეს გახლავთ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც დარგის მდგრადი განვითარება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება უნდა უზრუნველყოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930