გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია: განათლების სამინისტროსთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ დეფიციტური პროფესიებით ახალგაზრდების დაინტერესებისთვის

29-05-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პარლამენტს 2023 წლის ანგარიში წარუდგინა. სიტყვით გამოსვლის დროს, მინისტრმა გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება პრიორიტეტულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, განათლების სამინისტროსთან ერთად, დეფიციტური პროფესიებით ახალგაზრდების დაინტერესებისთვის არაერთი აქტივობა ხორციელდება.


„ვახორციელებთ  მწვანე და აგროსტიპენდიების პროგრამას, რომლის ფარგლებში 100-მდე წარჩინებული სტუდენტი დავაჯილდოვეთ 1500 ლარამდე სტიპენდიებით. წარჩინებულ სტუდენტებს ვიწვევთ სტაჟირებაზე სამინისტროს სისტემაში, რათა გაიღრმაონ ცოდნა და მივცეთ დასაქმების შესაძლებლობა“, - განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31