3-10-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე 5 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვიზიტი მეგობარ ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში მიიღებს.
„კოლეგებთან ერთად ვიმსჯელებთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომ სუამ-ის ფარგლებში განვავითაროთ ახალი რეგიონული პროექტები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.