გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პერმიერ-მინისტრი: ნატო-საქართველოს ურთიერთობებში ძალიან მაღალი დონის დინამიკა გვაქვს  

3-10-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ნატო-საქართველოს ურთიერთობებში ჩვენს ქვეყანას მაღალი დონის დინამიკა აქვს.

 

ეს განცხადება მან მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრინფინგზე გააკეთა.

 

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ბრიუსელში ვიზიტით მყოფი თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისთან მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს.

 

„საქართველოსთვის ასეთ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი და ინტენსიური პრაქტიკული თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შეხვედრა ასეთ მაღალ დონეზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში ძალიან მაღალი დონის დინამიკა გვაქვს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031