გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში  საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი დაფუძნდება

3-10-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში  საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი დაფუძნდება.

 

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შესაბამის დოკუმენტს ხელი 20 დეკემბერს ქალაქ პარიზში მოეწერება.

 

 

„ეს ნიშნავს, რომ საქართველო ფაქტობრივად ევროპაში იქნება მეორე ქვეყანა, ვინც მსგავსი ტიპის სერვისს შესთავაზებს ბიზნესს და ზოგადად, წაახალისებს ეკონომიკურ აქტივობას. ეს არის ყველაზე მაღალი თამასა, მინდა შეგახსენოთ, რომელიც კი არსებობს ზოგადად, არბიტრაჟის მიმართულებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით ეს არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ საქართველოს მთავრობა  ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს კიდევ უფრო ეფექტური ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31