გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელიც ადამიანის უფლებების კუთხით 13 ქვეყანას შორის მოხვდა

3-10-2018

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველო  ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გაწეული წარმატებული მაგალითით მსოფლიოს 13 ქვეყანას შორის მოხვდა.

 

ეს განცხადება მან მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მამუკა ბახტაძის განცხადებით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველო ადამიანის უფლებების სფეროში იმ 13 წარმატებული ქვეყნის სიაშია, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის ძლიერი სისტემა ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა.


"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი დადებითად აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით წარმატებით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს. განსაკუთრებით ხაზგასასმელია პენიტენციურ სისტემაში არსებული პროგრესი. იცით, რომ უმძიმესი მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ამ კუთხით. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელიც ამ სიაში მოხვდა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031