გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: ქვეყანაში მოქმედებს ქსელი, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებით მოქმედებს, ეს ქსელია კოლექტიურ „ნაცმოძრაობა“, რომელიც დაპირისპირებითა და რადიკალიზაციით სარგებლობს - ამიტომაც უნდა მოხდეს მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება

31-05-2024

„მას შემდეგ, რაც რევოლუცია ვერ მოაწყვეს და ხელოვნური პროტესტის მუხტმაც კლება დაიწყო, ახალი კამპანია დაიწყეს - სახლებთან მივარდნები, ქუჩაში პირდაპირი ჩართვები და თავდასხმები, აეროპორტებში დახვედრები, სოცქსელებით ოჯახის წევრების ბულინგი და დაშინება“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.


ქადაგიძის თქმით, ყველაზე ნიშანდობლივი ის არის, რომ ამ პროვოკაციის უკან კონკრეტული პარტიისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები დგანან.

მისივე განცხადებით, უნდა მოხდეს მათი გამოვლენა და შესაბამისად, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.


„მას შემდეგ, რაც რევოლუცია ვერ მოაწყვეს და ხელოვნური პროტესტის მუხტმაც კლება დაიწყო, ახალი კამპანია დაიწყეს - სახლებთან მივარდნები, ქუჩაში პირდაპირი ჩართვები და თავდასხმები, აეროპორტებში დახვედრები, სოცქსელებით ოჯახის წევრების ბულინგი და დაშინება. ყველაზე ნიშანდობლივი კი ის არის, რომ ყველა ამ პროვოკაციის უკან კონკრეტული პარტიისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები დგანან. აბსოლუტურად ყველა გაიშიფრა და მათი იდენტიფიცირება მოხდა. ქვეყანაში მოქმედებს ქსელი, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებით მოქმედებს და ცდილობს, რადიკალიზაციის გაღვივებასა და პროტესტის რეანიმაციას. ეს ქსელი წარმოადგენს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომელსაც არ აწყობს პოლიტიკური პროცესების ჩვეულ რეჟიმში განვითარება და მხოლოდ, დაპირისპირებითა და რადიკალიზაციით სარგებლობს. ამიტომაც უნდა მოხდეს მათი გამოვლენა და შესაბამისად, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930