31-05-2024
„ჩვენ ყველაზე მეტად სწორედ ახალგაზრდებისთვის ვიბრძვით და მათთვის ვითმენთ ყველაზე მეტს, რომ ისინი არ აღმოჩნდნენ ცეცხლისა და ომის მსხვერპლი“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა.
მისი შეფასებით, მუქარის შემცველი განცხადებები დაუშვებელია, რადგან მსგავსმა დამოკიდებულებამ ქვეყანა შესაძლოა ომამდე მიიყვანოს.
„ასეთი ტიპის დამკვეთებს, აგენტურას, რა თქმა უნდა, სამართლებრივი პასუხი მოეთხოვება, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, სახელმწიფო და არ ვაპირებთ, რომ ასეთი აურზაური შევქმნათ და ქვეყანა მაიდანიზაციამდე მივიდეს. ასეთი მოწოდებები ვნახეთ მთავარ პოლიტიკურ მოედანზეც, რაც დაუშვებელია, რადგან მაიდანის გზა მიდის ომამდე. ჩვენ ყველაზე მეტად სწორედ ახალგაზრდებისთვის ვიბრძვით და მათთვის ვითმენთ ყველაზე მეტს, რომ ისინი არ აღმოჩნდნენ ცეცხლისა და ომის მსხვერპლი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.