გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტრომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

1-06-2024

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უწყების თანამშრომლების შვილებისათვის ღონისძიება გაიმართა.


უწყების ინფორმაციით, „არმიჰოლში“ სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლების შვილები დაესწრნენ ღონისძიებას, რომელშიც საბავშვო მუსიკალური კონკურსის - „რანინას“ მომღერლები მონაწილეობდნენ. ბავშვების საზეიმო განწყობაზე იზრუნეს ანიმატორებმაც, რომლებმაც კოსტიუმირებული წარმოდგენა გამართეს.


ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, სამხედროების შვილებს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმაც უმასპინძლა და მათ საბავშვო სპექტაკლები წარუდგინა.


თავდაცვის უწყების თანამშრომლების შვილებისთვის ღონისძიებები სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ინიციატივით გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31