1-06-2024
კობა კობალაძემ ვეტერანთა შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში განსაკუთრებული მხიარულება სუფევდა, რადგან უწყებას პატარები სტუმრობდნენ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ვეტერანთა შვილებსა და შვილიშვილებს უმასპინძლა. მან პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1-ელი ივნისი მიულოცა, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და ბედნიერი მომავალი უსურვა.
ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.