გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ევროპული პარტიები საარჩევნო რეჟიმში არიან არჩევნების მეორე დღიდანვე, ხოლო მეხუთე კოლონა დესტრუქციის უცვლელი და წარუმატებელი დღის წესრიგით ცხოვრობს - ამაშია ფუნდამენტური განსხვავება "ქართულ ოცნებასა" და "ნაცოპოზიციას" შორის

2-06-2024

ევროპული პარტიები საარჩევნო რეჟიმში არიან არჩევნების მეორე დღიდანვე, ხოლო მეხუთე კოლონა დესტრუქციის უცვლელი და წარუმატებელი დღის წესრიგით ცხოვრობს. ამაშია ფუნდამენტური განსხვავება „ქართულ ოცნებასა" და ფსევდომედასავლეთე ნაცოპოზიციას შორის, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, რადიკალების უცხოელ მფარველებს გაუჭირდათ, ვინაიდან ერთ დროს რუსეთის აგენტად შერაცხილი და საზოგადოებასთან დაპირისპირებული სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მიზიდულობის ძალად აქციეს.


„ევროპული პარტიები საარჩევნო რეჟიმში არიან არჩევნების მეორე დღიდანვე, ხოლო მეხუთე კოლონა დესტრუქციის უცვლელი და წარუმატებელი დღის წესრიგით ცხოვრობს. ამაშია ფუნდამენტური განსხვავება "ქართულ ოცნებასა" და ფსევდომედასავლეთე ნაცოპოზიციას შორის. როგორ გაუჭირდათ ნაცსექტანტებსა და მათ უცხოელ მფარველებს, რომ ერთ დროს "პრორუსულად" შერაცხილი, საზოგადოებასთან დაპირისპირებული სალომე ზურაბიშვილი ე.წ. მიზიდულობის ძალად აქციეს.


რადიკალებს ვერ დაამშვიდებს, მაგრამ პოლიტიკურად გააცამტვერებს ისტორიული მეოთხე ვადით "ქართული ოცნების" გამარჯვება. იყროყინებენ, კონვულსიებში ჩავარდებიან, მაგრამ მოუწევთ ზემინიმალური მანდატებით ნიკამელიასეულ "დაჩუტულ პუფებად" პარლამენტში შესვლა“, - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031