2-06-2024
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო ტაქტიკას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ამ კამპანიის ამოცნობა რთულია.
როგორც ქართველიშვილი წერს, ამ პროცესში ტრამპის ფიზიკურ ლიკვიდაციაზე დადებული ფსონი ძალიან მაღალია.
„ვერ ვიგებ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო ტაქტიკას. არაერთხელ დავწერეთ, რომ მის ფიზიკურ ლიკვიდაციაზე დადებული ფსონი ისედაც ძალიან მაღალია. მაგრამ როდესაც deep state-ს ღიად ემუქრები, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, გრიფ "საიდუმლოს" მოაცილებ და გაასაჯაროებ მასალებს კენედის მკვლელობისა და ჰარვი ეპშტეინის შესახებ, ეს უკვე საკუთარი ლიკვიდაციის დაკვეთის მისამართით გადადგმული სერიოზული ნაბიჯია. რა აქვს ჩაფიქრებული ან მას, ან მის პოლიტტექნოლოგებს - უფალმა უწყის“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, გაასაჯაროებს 11 სექტემბრის, პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობისა და სექსუალური ხასიათის დანაშაულებისთვის გასამართლებული ჯეფრი ეპშტეინის საქმეებს.