3-10-2018
პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდა, საარჩევნო კამპანია „ბინძური ტერმინოლოგიის გამოყენების გარეშე“ წარმართოს.
„ეს ბინძური კამპანია რომ შეაჩეროთ, არ გინდათ? ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ წარმართულიყო ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია. ეს იყო მისი ინიციატივა. ევროპელი ქალბატონია, ევროპული ფესვებით, ზოგიერთი „კაგებეშნიკი“ კანდიდატისგან განსხვავებით. მან შემოგთავაზათ ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია და პასუხი რა არის: გამოდიხართ და კონკრეტულ კანდიდატს, სამარცხვინოს უწოდებთ, როგორ შეიძლება, ამის შემდეგ ვიღაც გენდოთ. კიდევ ერთხელ, ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდებაა, ნუ უწოდებთ სამარცხვინოს კანდიდატს. ჩემი სახელმწიფოებრივი თხოვნაა საპრეზიდენტო კამპანია წარმართოთ ამ ბინძური ტერმინოლოგიის გამოყენების გარეშე. ხომ არ შემოვდივარ იმის განხილვაში, ვინ არის სამარცხვინო და ვინ არ არის სამარცხვინო, სახელმწიფოებრივი თხოვნაა, ბინძური კამპანიის გარეშე წარმართეთ ეს არჩევნები“
-ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებას.