გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: როდესაც ანტიქართული ნაბიჯები იდგმება და ანტიქართული განცხადებები კეთდება, ჩვენი ვალდებულებაა, ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე, რომ ამაზე გვქონდეს ადეკვატური რეაგირება

4-06-2024

როდესაც ანტიქართული ნაბიჯები იდგმება და ანტიქართული განცხადებები კეთდება, ჩვენი ვალდებულებაა, ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე, რომ ამაზე გვქონდეს სათანადო, ადეკვატური რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი ვერ შეფასდება ვერც ანტიევროპულ და ვერც ანტიამერიკულ ნაბიჯად.


„როდესაც კონკრეტული სუბიექტები აკეთებენ ანტიქართულ განცხადებებს და დგამენ ანტიქართულ ნაბიჯებს, იგივე, მტკიცებულებების გარეშე ქართველი მოსამართლეების სანქცირებაც იყო ანტიქართული ნაბიჯი. როდესაც ანტიქართული ნაბიჯები იდგმება, როდესაც ანტიქართული განცხადებები კეთდება, ჩვენი ვალდებულებაა, ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე, რომ ამაზე გვქონდეს სათანადო, ადეკვატური რეაგირება და ეს ყველაფერი ვერ შეფასდება ვერც ანტიევროპულ და ვერც ანტიამერიკულ ნაბიჯად. როცა იქიდან იდგმება ანტიქართული ნაბიჯები და კეთდება ანტიქართული განცხადებები, მასზე რეაგირება უბრალოდ ჩვენი ვალდებულებაა და მეტი არაფერი", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930