გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სპექტაკლი სახელწოდებით „დუბლიონკა ზაფხულში“-ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს

3-10-2018

„ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება სპექტაკლი სახელწოდებით „დუბლიონკა ზაფხულში“ და სჯობს დროზე დასრულდეს ეს სპექტაკლი იმისათვის, რომ ჩვენ განვაგრძოთ მუშაობა მომავლის შექმნისთვის და უკეთესი საქართველოსთვის”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, დღევანდელი პლენარული სხდომა საარჩევნო კამპანიისთვის პლატფორმად იქცა, სადაც ნამდვილი საარჩევნო დებატები წარიმართებოდა.

„სამწუხაროდ აქაც ვერ ავცდით ამ შავ პიარს, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს. ჩემი კიდევ ერთხელ თხოვნა და მოწოდება ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ არის ის, რომ ჩვენ უნდა წარვმართოთ ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია. არა ისეთი კამპანია, როგორსაც ვხედავთ დღეს, არამედ, ევროპული ტიპის კამპანია, რომელიც არის აგებული მომავალზე, მომავლის ხედვის წარმოჩენაზე და არა შავ პიარზე და ასევე, არ უხდება ამ კამპანიას ისეთი სპექტაკლები, რომელსაც ვუყურებთ ჩვენ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031