გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს

3-10-2018

ხურვალეთიდან მაია ოთინაშვილის ოკუპირებულ ცხინვალში გატაცების ფაქტს საქართველოს პრემიერი, მამუკა ბახტაძე სპეციალური განცხადებით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„მინდა, გამოვეხმაურო საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ახალი ხურვალეთიდან სამი მცირეწლოვანი შვილის დედის, მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტს.

ჩვენ ჯერ კიდევ დილით ვვარაუდობდით, რომ რამდენიმე საათში გაირკვეოდა მისი გათავისუფლების საკითხი, თუმცა, ამ დრომდე ეს ვერ მოხერხდა.

შესაბამისი უწყებები 24-საათიან რეჟიმში იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და კომუნიკაციის არხს უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქის გასათავისუფლებლად, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციები.


მე დავავალე საგარეო საქმეთა მინისტრს, დღესვე პირადად შეხვდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მათ მომხდართან დაკავშირებით. უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქე ოჯახს, თავის სამ მცირეწლოვან შვილს დროულად დაუბრუნდეს“-ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.


საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ მაია ოთინაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031