3-10-2018
„მთელი უბედურება ის არის რომ ეს კაცი თურმე ამ ჩანაწერებს აკეთებს დიდი ხნის განმავლობაში და ის ჩანაწერებიც კი, რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ, ის ჩანაწერებიც კი დამონტაჟებულია“ - განაცხადა სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ.
მისი თქმით, ზაზა ოქუაშვილმა მას სთხოვა ერთობლივი ჩანაწერის გაკეთება, რომელიც უცხოეთში გაიგზავნებოდა.
„ეს არის ხელშეწყობა ამ ჩანაწერების ერთობლივად განხორციელების და ის ხაზგასმით აღნიშნავდა რომ აღნიშნული მასალა წავიდოდა უცხოეთში უცხოელების დასარწმუნებლად. ამის შემდგომ იგი მიყვება, რომ ის პრობლემები რომელიც მას წარმოექმნა და მას თავზე ენგრევა მთელი ბიზნესი, ამან გამოიწვია ჩვენი შეთანხმება.
ეს იყო არ ვიცი, ჩემი მხრიდან მიამიტობით, სურვილით, რომ დავხმარებოდი ამ კაცს და მისი მხარდამჭერი ვყოფილიყავი ბოლომდე - მე გადავწყვიტე ამ თამაშის წესების განხორციელება, მივიღე ეს თამაშის გამოწვევა. ის მომელაპარაკა, რადგან პრობლემა იყო ჩვენ შორის. მისი პარტნიორებიც და დირექტორებიც დაადასტურებენ რომ მე გამუდმებით მოვთხოვდი და ვთხოვდი და მივანიშნებდი იმ დავალიანებაზე, რომელიც მას დაუგროვდა ამ სამი წლის განმავლობაში ჩემ მიმართ და მე მას ვახსენებდი რომ ეს დავალიანება გაესტუმრებინა. სწორედ ამაზე აპელირებით მან მთხოვა, რომ მე მივიღებდი იმ დავალიანებას, თუ მას დავეხმარებოდი ამ თემის ხელშეწყობაში“ - განაცხადა ლევან ყიფიანმა.