გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ყიფიანი: ზაზა ოქუაშვილმა მის თამაშის წესებზე დათანხმება დავალიანების გასტრუმრების აპელირებით მთხოვა

3-10-2018

სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის განცხადებით, რომელიც მან სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, ის ზაზა ოქუაშვილს სთხოვდა, რომ მის მიმართ სამი წლის განმავლობაში დაგროვებულ დავალიანება გაესტუმრებინა.


„დავალიანების გასტურებაზე აპელირებით მან მთხოვა, რომ მივიღებდი დავალიანებას, თუ დავეხმარებოდი ამ თემის ხელშეწყობაში. ეს არის ხელშეწყობა ამ ჩანაწერების ერთობლივად განხორციელების. ის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მასალა წავიდოდა უცხოეთში, უცხოელების დასარწმუნებლად. მე გადაწყვიტე ამ თამაშის განხორციელება, მივიღე მისი გამოწვევა, მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ ეს კაცი ჩანაწერებს აკეთებდა დიდი ხნის განმავლობაში და ის ჩანაწერებიც კი, რომელიც ჩვენ ერთობლივად განვახორციელეთ, დამონტაჟებულია. რა თქმა უნდა, ჩემს გავლენებს ვიყენებდი, მქონდა ნაცნობობა, ამისთვის ვმუშაობდი, ამისთვის გამაჩნდა ის ხელშეკრულება, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება სასამართლოში და გამოძიების შემდგომ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ვიყავი ამ ორგანიზაციის თანამშრომელი”, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31