გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი კონგრესის მოსმენებზე: ცოტა ხანში ისე გაუჭირდებათ, რომ „საქართველოს უნივერსიტეტის" მომსახურე „ქლინინგ-კომპანიის" დამლაგებლებსაც წაიყვანენ კონგრესში, თუ, რა თქმა უნდა, აშშ-ს საელჩო მათ ვიზებს ჩაურტყამს

5-06-2024

„გასაოცარი ხალხმრავლობის ფონზე ჩატარდა გუშინდელი „მეგობარი აქტის" მოსმენები,“ - წერს სოციალურ ქსელში „პარტია ხალხის“ ძალის წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას ეხმაურება.


მისივე თქმით, შთამბეჭდავი იყო გამომსვლელთა დელეგაცია, თუმცა ერთი მათგანით განსაკუთრებით კმაყოფილია. „აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი - გიული ალასანიას უნივერსიტეტის ბორდის წევრი“, - აღნიშნავს ქართველიშვილი.


„გასაოცარი ხალხმრავლობის ფონზე ჩატარდა გუშინდელი "მეგობარი აქტის" მოსმენები. არანაკლებად შთამბეჭდავი იყო გამომსვლელთა დელეგაცია. მე იქიდან ერთმაც დამაკმაყოფილა: აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი - გიული ალასანიას უნივერსიტეტის ბორდის წევრი. ცოტა ხანში ისე გაუჭირდებათ, რომ „საქართველოს უნივერსიტეტის" მომსახურე "ქლინინგ-კომპანიის" დამლაგებლებსაც წაიყვანენ კონგრესში, თუ, რა თქმა უნდა, აშშ-ს საელჩო მათ ვიზებს ჩაურტყამს“, - წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930