გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საარჩევნო ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

6-06-2024

საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე 5 თვე რჩება. არჩევნების მოდერნიზების პროცესი გადამწყვეტ ეტაპზეა. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს ელექტრონული არჩევნების წარმატებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ყველა ეტაპზე არის ღია, საჯარო და ყველა ჩართულ მხარეს აქვს შესაძლებლობა დეტალურად გაეცნოს მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, კვლავ გრძელდება გადაუმოწმებელი, უსაფუძვლო და საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი განცხადებები - ამის შესახებ ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

"კერძოდ, ბოლო პერიოდში, არჩევნებთან და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთანდაკავშირებით ვრცელდება უსაფუძვლო განცხადებები და შეფასებები, მათ შორის ქვეყნის გარეთაც. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების სრული დაცვით, ამ მიმართულებითაც  ვრცელდება ინსტიტუციის დამაზიანებელი უსაფუძვლო ბრალდებები. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საარჩევნო პროცესის ირგვლივ გაკეთებული ასეთიშეფასებები მთლიანად საარჩევნო პროცესს აზიანებს.

 

მსგავსი განცხადებები, პოლარიზებული საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით, ემსახურება ცრუ წარმოდგენების, არასწორი აღქმების შექმნას, მათზე დაფუძნებული დასკვნების გავრცელებას და აზიანებს როგორც საარჩევნო ადმინისტრაციისრეპუტაციას, ისე ზოგადად საარჩევნო გარემოს და არჩევნების მთლიანობას. ისიც უნდა აღნიშნოს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მთელი ძალისხმევა მიმართულია საარჩევნო პროცესებიდან პოლიტიკური დისკურსის და გავლენების აღკვეთისაკენ. ამ პროცესში კი უმნიშვნელოვანესია ჩართული მხარეების ობიექტური მხარდაჭერა და არა  წინასწარი წარმოდგენებისა და არასწორი აღქმების შექმნა, რაც უფრო მეტად  დააზიანებს საარჩევნო გარემოს.

 

არჩევნები საერთო საქმეა და საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, იყვნენ ობიექტურები და მიუკერძოებლები, ხელი შეუწყონ არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას. ამასთან, სურვილის შემთხვევაში, როგორც ყოველთვის,საარჩევნო ადმინისტრაცია მზადარის შესაბამის დაინტერესებულ პირებთან საჯარო შეხვედრებისთვის, რათა კითხვების არსებობის შემთხვევაში დეტალურად გავუზიაროთ ინფორმაცია ყველა იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების ჩასატარებლად ახორციელებს. ჩვენი მხრივ, ვადასტურებთ რა ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლების წინაშე, ყოველთვის მივაწვდით მათ ობიექტურ და გადამოწმებულ ინფორმაციას" - აცხადებენ ცესკოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930