გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან იზორია ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

3-10-2018

„ნატოს გენერალურმა მდივანმა ცალსახად აღნიშნა იმ პროგრესის შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიული განვითარების გზაზე და განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში ჩვენი შესაძლებლობების ნატოს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.


ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხები ლევან იზორიამ იენს სტოლტენბერგთან ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში განიხილა. მხარეებმა ყურადღება მომავალ წელს საქართველოში დაგეგმილ მასშტაბურ ნატო-საქართველოს სწავლებაზე გაამახვილეს, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი დაახლოებით 28 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ლევან იზორიას განცხადებით, აღნიშნული გარემოება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით სამაგალითოა.


თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის ასპექტში არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების წარმატებული განხორციელება. „ახლო მომავალში დავხურავთ ამ პრაქტიკულ მექანიზმს და გათვალისწინებულ ინიციატივებს. ეს გვაძლევს საფუძველს ვიმსჯელოთ ახალ დინამიკაზე, თანამშრომლობის უფრო გაფართოებაზე მთავარი სტრატეგიული მიზნის განხორციელებისთვის - საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის. არსებობს მაქსიმალური მხარდაჭერა და მზაობა ამ დინამიკის არა მხოლოდ შენარჩუნებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ის მომავალ წლებში უფრო მზარდი იყოს“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.


მინისტრმა ასევე, ხაზი გაუსვა მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, სადაც ქართულ მხარეს შესაძლებლობა აქვს ნატოს სამიტის შემდეგ რამდენიმე თვეში ალიანსის წევრი ქვეყნების მინისტრებს საქართველოში განხორციელებული რეფორმები გააცნოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031