გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტყიბულის ქალ ხელბურთელთა გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია

6-06-2024

სპორტის სასახლეში, საქართველოს ეროვნული  ჩემპიონატის გამარჯვებული,  ტყიბულის ქალ ხელბურთელთა გუნდის დახვედრის ღონისძიება გაიმართა.

ცერემონიაზე, რომელიც საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა, შეკრებილ საზოგადოებას და ჩემპიონ გუნდს მიღწეული შედეგი მიულოცა, შემდეგ კი,  ხელბურთელი გოგონები და მათი მწვრთნელი, როინ მდივანი სპეციალური სიგელებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვა.


ღონისძიებას გულშემატკივრებთან ერთად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, იმერეთის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი  თეიმურაზ ნადირაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


ღონისძიების  მსვლელობისას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გუნდის მეორე  მწვრთნელის, თენგიზ გვენეტაძის ხსოვნას, რომელიც  წლების მანძილზე იღვწოდა ტყიბულში ხელბურთის განვითარებისთვის.


აღსანიშნავია, რომ ტყიბულის გუნდი  წელს პირველად ჩაერთო საქართველოს ქალ ხელბურთელთა ეროვნულ ჩემპიონატში და პირველივე ჯერზე გამარჯვება მოიპოვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31