გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: სუს-მა ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ორი მოქალაქე დააკავა, მადლობას ვუხდი სამსახურის გუნდს, ჩვენი უსაფრთხოების ამ ხარისხში დაცვისათვის

6-06-2024

რეგიონული თუ შიდა პოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარ მისიას, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფას, სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით იმგვარად, რომ თანაბრად იყოს დაცული როგორც ქვეყნის უსაფრთხოება, ისე ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლება თავს დიდი პროფესიონალიზმით ართმევს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


იგი ეხმიანება სუს-ის მიერ ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ორი პირის დაკავების ფაქტს, რომელთა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების იდენტიფიცირების მიზნით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.


მეგრელიშვილი მადლობას უხდის სუსს პროფესიონალიზმის და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის, მით უფრო, იმ ფონზე, როცა ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა დაუფარავად მიმდინარეობს.


„რეგიონული თუ შიდა პოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარ მისიას, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფას, სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით იმგვარად, რომ თანაბრად იყოს დაცული როგორც ქვეყნის უსაფრთხოება, ისე ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლება თავს დიდი პროფესიონალიზმით ართმევს.


დღეს სუს-მა ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. დაკავებულთა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტები, ხელყუმბარები, ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულებები.

გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს დაკავებულთა ტერორისტულ ორგანიზაცია ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების იდენტიფიცირების მიზნით. მადლობას ვუხდი სამსახურის პროფესიონალ გუნდს, ჩვენი უფლებებისა და უსაფრთხოების ამ ხარისხში დაცვისათვის, მით უფრო მაშინ, როცა, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ ასეთი ღია და დაუფარავი ბრძოლა მიდის“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930