გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: ეს არის ღირებულებითი არჩევანი და ამაზე ვთხოვთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ყველას – კონკრეტულად რას ემხრობიან და რას არა ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონში

6-06-2024

კანონს გააჩნია ორი მთავარი მიზანი: ოჯახური ღირებულებების დაცვა და არასრულწლოვნის დაცვა მავნე ზეგავლენისგან. მათ შორის, საუბარია, უნდა იყოს თუ არა აკრძალული, საგანმანათლებლო სისტემაში ლგბტ პროპაგანდა, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას კითხვებზე პასუხები არ აქვს, ამიტომ გარბიან.


მისი თქმით, პრინციპების დონეზე ოპონენტები საერთოდ არ შემოდიან დისკუსიაში, ხოლო შინაარსობრივ ნაწილზე საუბრობენ კონტექსტის დამახინჯებით და წევენ ისეთ საკითხებს, რომელსაც რეალური საფუძველი არ გააჩნია.


„უნდა იყოს, თუ არა ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონებული? არც ამ კითხვაზე აქვთ პასუხი – გარბიან. სამაგიეროდ, კონტექსტის დამახინჯებით იწყებენ საუბარს, მაგალითად კინო-ჩვენებებიდან კადრების ამოჭრაზე, რაც არის სიცრუე და სიყალბე, ვინაიდან კინო ჩვენებების დროს საუბარი არის მხოლოდ ასაკობრივ შეზღუდვებზე. კანონში უნდა დაკონკრეტდეს, რა განმარტება აქვს მავნე ზეგავლენას, რა შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი არასრულწლოვნისთვის და შესაბამისად, პასუხისმგებლობის ნაწილიც უნდა იყოს პროპორციული. მით უმეტეს, ეს განმარტებები ლგბტ კონტექსტში დღეს ჩვენ კანონში არ გაგვაჩნია, რაც მოითხოვს დაკონკრეტებას. პრინციპების დონეზე ისინი საერთოდ არ შემოდიან დისკუსიაში, ხოლო შინაარსობრივ ნაწილზე საუბრობენ კონტექსტის დამახინჯებით და წევენ ისეთ საკითხებს, რომელსაც რეალური საფუძველი არ გააჩნია. ჩვენ ვამბობთ, ეს არის ღირებულებითი არჩევანი და ამაზე ვთხოვთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ყველას. კონკრეტულად რას ემხრობიან ამ კანონში და რას არა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930