6-06-2024
„ოპოზიციაში მთლიანად აწყობილი არიან გარედან რა დირექტივა მიუვათ, რა ტონი მიუვათ, რა თემაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება და რაზე არა. მე ყველაზე მეტად ეს მანცვიფრებს, როგორც ბილწსიტყვაობა, სიძულვილის ენა, ბულინგი, მედიით საჯარო კომუნიკაციაში შემოგვაჩვიეს და გახდა ჩვეულებრივი, ასე შემოგვაპარეს ქვეყნის ღალატი, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სინამდვილეში, ერთადერთი მეგობარი, რომელიც ჰყავს ამ ქვეყანას, არის საკუთარი ხალხი, ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ, ვინც ამ ქვეყნის პატრიოტია და არც ერთი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან არ უნდა ითანამშრომლოს.
„ქალბატონ დეკანოიძეს შევახსენე, რომ ის თანამშრომლობდა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან, თქვა კიდევაც, რომ თანამშრომლობს და კიდევ ითანამშრომლებს. წარმოიდგინეთ, 30 წლის წინ ვინმეს ასეთი რამე რომ ეთქვა, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყანას, როგორც არ უნდა ითანამშრომლო რუსულ სპეცსამსახურებთან ისე არ უნდა ითანამშრომლო ამერიკის სპეცსამსახურებთან, როდესაც შენი ქვეყნის პატრიოტი ხარ. ამაში ეს ხალხი ვერ ერკვევიან. ჰგონიათ, რომ კარგი და ცუდი უცხო ქვეყნის სამსახურები არსებობს.
სინამდვილეში, ერთადერთი მეგობარი, რომელიც ჰყავს ამ ქვეყანას, არის საკუთარი ხალხი, ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ. ასე ფუნქციონირებს ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა „თავისუფალი სივრცეში“ სტუმრობისას.