გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაპუაშვილი: ევროკავშირში არის სტრუქტურები, რომლებსაც აწყობთ, აქ არსებობდეს ერთგვარი ფარული ყულაბა, რომლითაც პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის შესაძლებლობა ექნებათ

6-06-2024

სირცხვილია, საბოლოო ჯამში, რაზეც ვსაუბრობთ - ევროკავშირის ფული ფარულად, სპეცსამსახურების მეთოდებით იხარჯება საქართველოში, ეს არის ფაქტი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, არანაირი ანგარიშვალდებულება არ აქვთ არც საქართველოს და არც ევროკავშირის მოქალაქეების მიმართ, რაში იხარჯება საქართველოში მათი ფული.


„ზოგიერთ ელჩს აქ რომ ვეკითხები, საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ, EED როგორ ხარჯავს აქ ფულს. იმავეს აკეთებს ამერიკის დემოკრატიის ფონდი (NED), რომელიც ასევე ფარულად, იატაკქვეშიდან ხარჯავს ფულს.


აქამდე თუ იყო მიამიტობა, გაურკვევლობა, ერთი წელი მე ინტენსიურად ვსაუბრობდი დონორებთან, მათ შორის, ევროკავშირის ზოგიერთ წარმომადგენელთან დაფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე, ამ მხრივ შედეგი არის ნული. როგორც ჩანს, ევროკავშირში არის რაღაც სტრუქტურები, რომლებსაც აწყობთ, რომ არსებობდეს აქ ერთგვარი ფარული ყულაბა, რომლითაც პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა ექნებათ.


ეს არის ყველაზე ანტიევროპული ქცევა, რითიც დღეს ევროკავშირის ზოგიერთი ინსტიტუცია, მათ შორის, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ არის დაკავებული, რომელიც, ფაქტობრივად, პოლიტიკურ კორუფციაში ხარჯავს ფულს. ევროკავშირის ფული დღეს საქართველოში EED-ს მეშვეობით პოლიტიკურ კორუფციაში იხარჯება“, - აცხადებს პაპუაშვილი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930