გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: ვისაც ოდნავ მაინც ესმის, რა საშიშროებას წარმოადგენს ნებისმიერი სახის ტერორისტული ორგანიზაცია, შესაძლოა, კიდევ არ ვიცოდეთ, რა დონის საფრთხეს ააცილეს ჩვენი ქვეყანა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა

6-06-2024

„ძალიან სასიამოვნოა იმის გათვითცნობიერება, რომ შენ ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზეა“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის ფარგლებშიც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.


ექსპერტის თქმით, ვისაც ოდნავ მაინც ესმის, თუ რა საშიშროებას წარმოადგენს ნებისმიერი სახის ტერორისტული ორგანიზაცია, შესაძლოა, კიდევ არ ვიცოდეთ, რა დონის საფრთხეს ააცილეს ჩვენი ქვეყანა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. შესაბამისად, თითოეულმა ჩვენგანმა ქების სიტყვები არ უნდა დავიშუროთ, ამ მაღალკვალიფიციური და მაღალპროფესიონალი ხალხის მიმართ.


„ძალიან სასიამოვნოა იმის გათვითცნობიერება, რომ შენ ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზეა: ამ შემთხვევაში საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, რომელმაც მაღალპროფესიონალურ დონეზე ჩატარებული ოპერაციის შედეგად ორი მოქალაქე დააკავა, ამჟამად „მიმდინარეობს კონტრტერორისტული ღონისძიებები დაკავებულთა ტერორისტულ ორგანიზაცია ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების იდენტიფიცირების მიზნით“, - აცხადებენ სუს-ში. ვისაც ოდნავ მაინც ესმის თუ რა საშიშროებას წარმოადგენს ნებისმიერი სახის ტერორისტული ორგანიზაცია, შესაძლოა კიდევ არ ვიცოდეთ რა დონის საფრთხეს ააცილეს ჩვენი ქვეყანა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. შესაბამისად თითოეულმა ჩვენგანმა ქების სიტყვები არ უნდა დავიშუროთ, ამ მაღალკვალიფიციური და მაღალპროფესიონალი ხალხის მიმართ”, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930