6-06-2024
„ჩვენ ეჭვით უნდა შევხედოთ იმ დაპირებებს, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ წლების განმავლობაში კეთდებოდა და დღესაც კეთდება“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ ეს ეჭვი მას შემდეგ გაუმყარდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ იგეგმება და არც არასდროს იგეგმებოდა.
საქართველოს ნატოში გაწევრიანების დაპირებას სოზარ სუბარი სატყუარას უწოდებს.
„გამოჩნდა, რომ ნატოში მიღების დაპირება ერთგვარი სატყუარა იყო, იმისთვის, რომ ორივე ქვეყანას გარკვეული ნაბიჯები გადაგვედგა“, - აღნიშნა მან.
„მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს და უკრაინას ნატოს გვისახავენ, როგორც ხსნას. უცებ აღმოჩნდა, იგივე ნატო-უკრაინასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის მიღება ნატოში არ იგეგმება და არც არასდროს იგეგმებოდა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირდაპირ განაცხადა.
გამოჩნდა, რომ ნატოში მიღების დაპირება ერთგვარი სატყუარა იყო, იმისთვის, რომ ორივე ქვეყანას გარკვეული ნაბიჯები გადაგვედგა.
ჩვენ ეჭვით უნდა შევხედოთ იმ დაპირებებს, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ წლების განმავლობაში კეთდებოდა და დღესაც კეთდება.
საქართველოს სურს ნატოს წევრობა, ოღონდ იმისთვის, რომ დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება და არა იმისთვის, როგორც ერთხელ ედუარდ შევარდნაძემ იხუმრა - დაგვაყენონ ღია კარებში უსასრულოდ, რამაც შეიძლება გარკვეული დაავადებები გამოიწვიოსო. არ ვიცით თარიღი, როდის შეიძლება გაწევრიანდეს საქართველო ნატოში და არ ვიცით, სამოქმედო გეგმა, რადგან ამას არავინ გვეუბნება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.