გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი აშშ-ის მიერ ქართველების სანქცირებაზე: წარმოუდგენელი ზეიმია ცვილის ფიგურების მუზეუმში - როგორც ჩანს, აგენტოკრატებმა მათ მოლოდინებს ამ ეტაპზე მაქსიმუმით უპასუხეს

7-06-2024

„აშშ-ის სახდეპმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა", - მეთიუ მილერს ეტყობა სწორედ ამ ფრაზით სურს საქართველოს სახელმწიფოებრიობის სამი ათასწლიანი და გაქრისტიანების ორი ათასწლიანი ისტორია დახუროს,“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, ამ ამბავმა დიდი ზეიმი გამოიწვია „ცვილის ფიგურების მუზეუმში“, ვინაიდან აგენტოკრატებმა ამ ეტაპზე, მათი მოლოდინი გაამართლეს.


„რევოლუცია, რომელზეც ბოლშევიკები ამდენი ხანი საუბრობდნენ, ახდა!“ - ეს ციტატა ლენინს ეკუთვნის. ეს ციტატა კი: "აშშ-ის სახდეპმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა“, - მეთიუ მილერს. ეტყობა სწორედ ამ ფრაზით სურს მას საქართველოს სახელმწიფოებრიობის სამი ათასწლიანი და გაქრისტიანების ორი ათასწლიანი ისტორია დახუროს. ხოლო ჩვენ სასტიკად შეგვაშინოს - სანქციები ხომ „ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, პოლიციელებს და მათ ოჯახის წევრებს შეეხება. წარმოუდგენელი ზეიმია ცვილის ფიგურების მუზეუმში - როგორც ჩანს აგენტოკრატებმა მათ მოლოდინებს ამ ეტაპზე მაქსიმუმით უპასუხეს. წელს აშშ-ში მოსახლეობის ერთი შეშფოთებული ნახევარი მეორე აღშფოთებულ ნახევარს რომ დასცხებს - საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველომაც ამერიკასთან სავიზო „ბაირამი“ უნდა შეწყვიტოს. ხოლო კრიმინალური, ზნეობრივი, ნარკოტიკული აღვირახსნილობისა და პოლიციური ნიჰილიზმის, ტრანსგენდერთა ხილვადობის აშშ - სამოგზაუროდ „საშიში ქვეყნების სიაში“ უკვე დღეიდან უნდა ვიგულისხმოთ...“ - წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930